Tag Archives: უჯრედები

ბაზალური მემბრანა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბაზალური მემბრანა – (membrana basalis ბერძნ.basis – სა­ფუძველი) რთული, დინამიური, აქტიური ნახშირწყლოვან – ცილოვან – ლიპიდური კომპლექსია და მაორგანიზებელ ფუნქციას ასრუ­ლებს შე­მაერთებელი ქსოვილის უჯრედებს, მის წარმონაქმნებსა და სხვა მუშა ქსოვილოვან ელემენტებს შორის. ქსოვილის შემადგენელი უჯრედები და მათი წარმონაქმნები მეზობელ სხვა ქსოვილთა უჯრედებისაგან გამიჯ­ნულია ბაზალური მემბრანით (ბაზალური ფირფიტა).

Read More

ბაზალურ – მარცვლოვანი უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბაზალურ – მარცვლოვანი უჯრედები – (cellulae basalogranu­lares) ნაწლავის ეპითელიუმის უჯრედები, რომლებიც ციტოპლაზმის ბაზალურ ნაწილში შეიცავენ მარცვლოვანებას, რაც კარგად იმპრეგ­ნირდება ვერცხლითა და ქრომის მარილებით. იხ.სინ. უჯრედები არგიროფილური, უჯრედები კულჩიცკის. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.

Read More