Tag Archives: ციროზი

ასციტი

ასციტი – თავისუფალი სითხის დაგროვება მუცლის ღრუში. შეიძლება განპირობებული იყოს შემდეგი ფაქტორებით: გულის უკმარისობა სისხლის მიმოქცევის დიდ წრეში სისხლის შეგუბებითი მოვლენებით, ღვიძლის დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობენ პორტული ჰიპერტენზიით ( ღვიძლის ციროზი, ღვიძლის ვენების თრომბოზი), სხვადასხვა წარმოშობის ნეფროზული სინდრომი, ალიმენტური დისტროფია. ასციტს ყველაზე ხშირად თან სდევს პერიფერიული შეშუპებები, პორტულ ჰიპერტენზიას – ელენთის გადიდება. იშვიათად, ასციტის გამომწვევი მიზეზი

Read More

ჰეპატურ-ლენტიკულური დეგენერაცია

ჰეპატურ-ლენტიკულური დეგენერაცია hepatolenticular degeneration

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ჰეპატოლენტიკულარული დეგენერაცია – ზოგადი დაავადება, რომელიც ხასიათდება სპილენძის ცვლის დარღვევით, ციროზის ტიპის ღვიძლის დაზიანებითა და თავის ტვინში დესტრუქციული პროცესებით. გვხვდება უპირატესად ჭაბუკობის ასაკში. და მიეკუთვნება გენეტიკურად განპირობებულ ფერმენტოპათიებს; გადაეცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით. ავადმყოფთა სისხლის შრატში დაქვეითებულია ცერულოპლაზმინის შემცველობა, რომელიც ბოჭავს სპილენძს და მნიშვნელოვნადაა გაძლიერებული სპილენძის აბსორბცია ნაწლავში. ამის შედეგად ხდება სპილენძის ჭარბ დაგროვებას ღვიძლში (რაც იწვევს ციროზის განვითარებას), ნერვული სისტემის განგლიებში (იწვევს მათ ტოქსიკურ დაზიანებას), კანში, რქოვანას პერიფერიაზე და სხვა ქსოვილებში.

 

სიმპტომები, მიმდინარეობა. ხშირად დაავადება იწყება ღვიძლის დაზიანებით და დიაგნოსტირდება როგორც ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, შემდეგში თან ერთვის ნევროლოგიური დარღვევები, კიდურების ტრემორი, სკანდირებული მეტყველება, სახის ამიმია, შემდეგში კი ვითარდება კიდურების კუნთების ჰიპერტონუსი, აზროვნების დარღვევა.

Read More