Tag Archives: სარკომა

ოსტეოგენური სარკომა (ოსტეოსარკომა)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ოსტეოგენური სარკომა (ოსტეოსარკომა) – ძვლის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც უფრო ხშირად ვითარდება ბავშვებსა და მოზარდებში. ტიპიური ლოკალიზაციაა ქვედა კიდურების გრძელი ძვლები მუხლის სახსრის მიდამოში. ვლინდება ტკივილებით, რომელიც არ უკავშირდება კიდურის მოძრაობას და სწრაფად მზარდი წარმონაქმნით. სიმსივნე სწრაფად მეტასტაზირდება, ძირითადად – ფილტვებში. დიაგნოზი ემყარება რენტგენოლოგიურ მონაცემებსა და ბიოფსიის შედეგებს.

Read More

ობერლინგის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ობერლინგის სინდრომი – – რეტიკულოსარკომატოზი. რეტიკულოენდოთელიური წარმოშობის სარკომა. ნიშნები: ლიმფური კვანძების გადიდება (უპირატესად კისერზე), ცხელება, ჰეპატოსპლენომეგალია, ედს – ის აჩქარება, ანემია, ლეიკოციტოზი, ლიმფოპენია, ადრეული მეტასტაზები სხვადასხვა ორგანოში. კლინიკა მოგვაგონებს ლიმფოსარკომატოზს. გამოსავალი ლეტალური. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა